„მაიამიმ“ ტრავმირებული ბატლერის გარეშე მოიგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა - NBA, აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალი, მესამე მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ბოსტონი“ მთელი მატჩის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა დაწინაურებული. „მაიამის“ მაქსიმალური ლიდერობა 26 ქულას უდრიდა.
* „ბოსტონმა“ 24 შეცდომა დაუშვა, რაც „მაიამიმ“ 33 ქულად აქცია. „ჰიტს“ მხოლოდ ცხრა შეცდომა ჰქონდა.
* „მაიამიმ“ მეორე ტაიმი ტრავმირებული ჯიმი ბატლერის გარეშე ითამაშა.
* ჯეისონ ტეიტუმმა 14-დან მხოლოდ სამი სროლა ჩააგდო და 10 ქულა დააგროვა.
* „მაიამიმ“ 19 ჩაჭრა გააკეთა და პლეი ოფის რეკორდი დაამყარა.
ბოსტონი-მაიამი 103:109
18:39, 29:23, 25:25, 31:22
ბ: ბრაუნი (40+9 მოხსნა), ჰორფორდი (20+14 მოხსნა), სმარტი (16+7 პასი), ტეიტუმი (10), გ. უილიამსი (10).
მ: ადებაიო (31+10 მოხსნა+6 პასი), ტაკერი (17+7 მოხსნა), სტრუსი (16), ლაური (11+6 პასი).
სერია: 1-2