„მაიამიმ“ ლიდერის გარეშე დარჩენილი „ფილადელფია“ იოლად დაამარცხა - NBA, პლეი ოფი, მეორე რაუნდი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* შეხვედრაში ოთხჯერ შეიცვალა ლიდერი, ორჯერ იყო თანაბარი ანგარიში, „მაიამის“ მაქსიმალური ლიდერობა 21 ქულას შეადგენდა, „ფილადელფიასი“ – ხუთ ქულას.
* „მაიამიმ“ თამაშიდან 43.5 პროცენტის სიზუსტით ისროლა, სამქულიანების 25.0 პროცენტი ჩააგდო, საჯარიმოების – 94.4 პროცენტი. „ფილადელფიას“ ანალოგიური მაჩვენებლები – 43.0%, 17.6% და 90.0%.
„ფილადელფიამ“ ჯოელ ემბიდის გარეშე ითამაშა. ამ სეზონში ასეთი შემთხვევა 15-ჯერ იყო და აქედან გუნდმა ცხრაჯერ წააგო.
სასტარტოში ემბიდის შემცვლელმა დეანდრე ჯორდანმა ოთხი ქულა და ორი მოხსნა დააგროვა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდმა 33-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო.
აღმოსავლეთი
მაიამი-ფილადელფია 106:92
30:22, 20:29, 30:21, 26:20
მ: ჰირო (25+7 პასი), ადებაიო (24+12 მოხსნა), ბატლერი (15+9 მოხსნა), ვინსენტი (10), ტაკერი (10+7 მოხსნა).
ფ: ჰარისი (27), მაქსი (19), ჰარდენი (16+9 მოხსნა).
სერია: 1-0