„მაიამიმ“ ბატლერის 41 ქულის წყალობით მოგებით გახსნა „ბოსტონთან“ სერია - NBA, აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* პირველ ტაიმში „მაიამი“ მხოლოდ ერთხელ გავიდა წინ – ორი ქულის სხვაობით.
* „ბოსტონის“ მაქსიმალური ლიდერობა 13 ქულას აღწევდა, „მაიამის“ – 20 ქულას.
* „მაიამიმ“ მესამე მეოთხედი 22:2 გაქცევით დაიწყო.
* „ბოსტონმა“ დიდი შესვენების შემდეგ მხოლოდ მეშვიდე წუთზე ჩააგდო თამაშიდან ნასროლი ბურთი. მანამდე სტუმრებმა 11 სროლა ზედიზედ ააცილეს.
* „მაიამიმ“ უკანასკნელად პლეი ოფის სერია სასტარტო მოგების შემდეგ 2011 წელს წააგო.
* ჯიმი ბატლერმა 18 საჯარიმო შეასრულა.
* „მაიამის“ მიმდინარე პლეი ოფში ჯერ საშინაო შეხვედრა არ წაუგია.
მაიამი-ბოსტონი 118:107
25:28, 29:34, 39:14, 25:31
მ: ბატლერი (41+9 მოხსნა), ჰირო (18+8 მოხსნა), ვინსენტი (17), სტრუსი (11), ადებაიო (10+4 დაფარება).
ბ: ტეიტუმი (29+8 მოხსნა+6 პასი), ბრაუნი (24+10 მოხსნა), რ. უილიამსი (18+9 მოხსნა), პრიტჩარდი (18).
სერია: 1-0