მაია ყუფარაძე - ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ კანონით სახელმწიფომ დეკლარირება მოახდინა, რომ ამ დარგის განვითარება მისთვის პრიორიტეტია
მაია ყუფარაძე - ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ კანონით სახელმწიფომ დეკლარირება მოახდინა, რომ ამ დარგის განვითარება მისთვის პრიორიტეტია

თუ მოძველებული სტანდარტის მიხედვით ბავშვის მენიუ ჯანმრთელობისთვის არასასარგებლო კვებითი პროდუქტებით იყო გაჯერებული, როგორიცაა მაგალითად, შაქრის შემცველი სითხეები, ძალიან ბევრი საკონდიტრო ნაწარმი და ცომი, რითაც ბავშვის დანაყრება ხდებოდა, დღევანდელი სტანდარტით ბავშვის მენიუ გაჯერებული უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ცილოვანი და ბუნებრივი ნახშირწყლოვანი პროდუქტებით, როგორიცაა ხორცი, კვერცხი, ხილი, ბოსტნეული და ა.შ, – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა, მაია ყუფარაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

UNICEF–ი მთავრობის თხოვნის საფუძველზე ბავშვთა პედიატრიისა და კვების სფეროს წამყვან სპეციალისტებს დაუკავშირდა, რომლებიც ქვეყანაში არსებობენ. მათ ძალიან დიდი დრო დაუთმეს საერთშორისო პრაქტიკების, სტანდარტებისა და რეკომენდაციების კვლევას, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს. კვების დღევანდელი კალორაჟი სწორედ ამ კვლევებით, სტანდარტებითა და რეკომენდაციებით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ყუფარაძემ.

მისი თქმით, ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა 2016 წელს მიიღო, პირველი და ერთადერთი იყო, რითაც სახელმწიფომ დეკლარირება მოახდინა, რომ ამ დარგის განვითარება მისთვის პრიორიტეტია.

„კანონის მიღებამდე, ეს დარგი განათლების მთლიან ლანდშაფტში ალბათ, ერთადერთი სექტორი იყო, რომელიც არავითარი სტანდარტით არ იმართებოდა, ან თუ იმართებოდა, ძალიან მოძველებული სტანდარტით“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა.