მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ფასების მატების გამო, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანაში ფასების მატების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. საბჭოს წევრები განიხილავენ ინფლაციის მატებას და მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე. მათ შორის, მაღალჩინოსნები იმსჯელებენ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა მოლდოვის ეკონომიკაზე და რა მექანიზმებია საჭირო ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად.
მანამდე, მოლდოვის ეროვნულმა ბანკმა წარადგინა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის მესამე კვარტალში ინფლაცია მოლდოვაში 31%-ს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აპირებს, რომ ეს სამართლებრივი რეჟიმი ომის დასრულებამდე დარჩეს ძალაში.