მაია სანდუ – ოთხმა რუსულმა დრონმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინაზე რუსეთის იერიშისას დრონების ნაწილი მოლდოვის მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
ამის შესახებ სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
სანდუს განმარტრებით, ოთხმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია და, სულ მცირე, ერთი ჩრდილოეთით აფეთქდა.
მოლდოვის პრეზიდენტს დრონის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სანდუმ უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. ჩვენ ვგმობთ ამ ომს და უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა მაია სანდუმ.
Russia’s massive attack on Ukraine reached Moldova again this morning: four Russian drones violated our airspace, and at least one exploded in the north.
Russia’s war endangers all of Europe. We condemn this war and stand with Ukraine.
— Maia Sandu (@sandumaiamd) September 24, 2026