მაია სანდუ – გავხსენით ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მოლდოვას რუმინეთთან და ევროპის ქსელთან აკავშირებს, ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგიას შანტაჟისთვის იყენებდა, ეს აღარ მოხდება
ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ელექტროენერგიას შანტაჟისთვის იყენებდა და ეს აღარ მოხდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუმინეთსა და მოლდოვას შორის ელექტროგადამცემი ხაზის ამოქმედებას ეხმაურება.
სანდუს თქმით, ელექტროგადამცემი ხაზი მოლდოვას ევროპის ელექტროქსელთან აკავშირებს და, ამასთან, კიშინეუ რუსული გაზის შეძენაზე უარს ამბობს.
„დღეს ჩვენ გავხსენით ვულკანეშტი-კიშინეუს ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მოლდოვას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგიას ჩვენი შანტაჟისთვის იყენებდა. ეს აღარ მოხდება: მოლდოვა რუსულ გაზს საერთოდ აღარ ყიდულობს და რუმინეთთან მიმავალ კიდევ ორ ელექტროგადამცემ ხაზზე მუშაობა მიმდინარეობს. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“, – დაწერა სანდუმ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოლდოვა თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ გაზის კომპანია „გაზპრომზე“.