მაია სანდუ - ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას, მადლობა მხარდაჭერისა და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის
მაია სანდუ - ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას, მადლობა მხარდაჭერისა და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის

მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით მოლდოვამ დღეს ახალი ფურცელი გადაშალა. ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის. ჩვენ მზად ვართ რთული სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. მოლდოვა მზად არის, წინ აღუდგეს გამოწვევებს“, – წერს მაია სანდუ.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.