მაია სანდუ აცხადებს, რომ არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, საიდან აღმოჩნდა დნესტრისპირეთში რაკეტა, თუმცა მომხდარს უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირებს
მაია სანდუ აცხადებს, რომ არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, საიდან აღმოჩნდა დნესტრისპირეთში რაკეტა, თუმცა მომხდარს უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირებს

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კომენტარი გააკეთა დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ.

როგორც სანდუმ TV8-ის ეთერში განაცხადა, ამ დრომდე ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ საიდან გაჩნდა დნესტრისპირეთში ჩამოვარდნილი რაკეტა.

„აშკარაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ადგილზე გადავამოწმოთ, რა მოხდა, რადგან დნესტრისპირეთის რეგიონის ტერიტორიაზე ჩვენს ინსტიტუტებს არ შეუძლიათ მომხდარის გამოძიება“, – აღნიშნა  სანდუმ და დაადასტურა, რომ კიშინეუმ თავისი ინსპექტორების ადგილზე გაგზავნა გადაწყვიტა.

სანდუ ასევე აღნიშნავს, რომ რაკეტის ჩამოვარდნის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია.

„როგორც არ უნდა იყოს, ეს ომის გამო მოხდა. ბომბები ცვივა იმიტომ, რომ უკრაინაში ომია, რომელიც  რუსეთმა დაიწყო. ეს ყველასთვის გასაგებია“, – აღნიშნა მან.