მაია ცქიტიშვილი - ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ვაქცინაციის იმ ეტაპისთვის, რომლისთვისაც უკვე სრულიად მსოფლიო ემზადება
მაია ცქიტიშვილი - ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ვაქცინაციის იმ ეტაპისთვის, რომლისთვისაც უკვე სრულიად მსოფლიო ემზადება

ჩვენ დღეს აქტიური საუბარი გვქონდა იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც საჭიროა, რათა ყველანი ერთად მოვემზადოთ ვაქცინაციის იმ ეტაპისთვის, რომლისთვისაც უკვე სრულიად მსოფლიო ემზადება, რათა როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის ვაქცინა, მაშინვე ქვეყნები იყვნენ მზად, რათა მიიღონ ვაქცინა და განახორციელონ ვაქცინაცია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს კლინიკურ სექტორში არსებული ვითარება, ასევე იმსჯელეს ყველა იმ ზომაზე, რისი მიღებაც არის საჭირო, რათა ვირუსის გავრცელების ტემპი შენელდეს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დაწყებული გვაქვს მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების თაობაზე, თუმცა ეს მსჯელობა მიმდინარეობს ბიზნესსუბიექტების,  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით. გუშინ გვქონდა საშუალება, მთავრობის ეკონომიკური გუნდი შევხვედრილიყავით სხვადასხვა სფეროს ბიზნესს და მხოლოდ ასეთი კომუნიკაციით, ბიზნესთან ერთობლივად უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიურად დაგვეხმარება ვირუსის დინამიკის მართვაში და მეორე მხრივ, ნაკლებად დამაზიანებელი იქნება ჩვენი ბიზნესისთვის. გარდა ამისა, ჩვენ დღეს აქტიური საუბარი გვქონდა მათ შორის იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც საჭიროა, რათა ყველანი ერთად მოვემზადოთ ვაქცინაციის იმ ეტაპისთვის, რომლისთვისაც უკვე სრულიად მსოფლიო ემზადება, რათა როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა, მაშინვე ქვეყნები იყვნენ მზად იმისთვის, რომ მიიღონ ვაქცინა და განახორციელონ ვაქცინაცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.