მაია ცქიტიშვილი - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ გვაქვს
მაია ცქიტიშვილი - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ გვაქვს

დღეის მდგომარეობით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინაც, დღესაც, ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნების შესახებ. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.