მაია ცქიტიშვილი – რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მიუღებელია

01:44, 08.07.2019

ის, რაც დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ვითარების გამწვავებას ემსახურება.

„ის, რაც დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ყველასთვის. ეს არის სხვა არაფერი, თუ არა პროვოკაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას ემსახურება“, – წერს მაია ცქიტიშვილი.

მსგავსი