მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს დილითვე ინფორმაცია, რომ არაფორმალური ორგანიზაციის შესახებ განცხადებებზე გამოძიება დაიწყო
მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს დილითვე ინფორმაცია, რომ არაფორმალური ორგანიზაციის შესახებ განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს დილითვე ინფორმაცია, რომ არაფორმალური ორგანიზაციის შესახებ თუნდაც განცხადებებზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

„ნებისმიერი ასეთი სახის განცხადება, მონაწილეობა უშუალოდ ასეთ პროცესში, მათ შორის მცდელობა, რომ სახელმწიფოს როლი რაიმე სახით შეითავსოს, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს პოტენციურად, რაზეც შსს-ს უკვე აქვს დაწყებული გამოძიება“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.