მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან  
მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან  

საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვიცე-პრემიერები მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი იქნებიან.

ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო ზალკალიანმა ამ პოზიციაზე შეცვალა თეა წულუკიანი, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრია.

გიორგი გახარიამ მაია ცქიტიშვილს და დავით ზალკალიანს წარმატებები უსურვა.