მაია ცქიტიშვილი - ამ ეტაპზე საწოლფონდის თვალსაზრისით სირთულეები არსებობს, თუმცა ვითარება არის მართვადი
მაია ცქიტიშვილი - ამ ეტაპზე საწოლფონდის თვალსაზრისით სირთულეები არსებობს, თუმცა ვითარება არის მართვადი

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ​ამ ეტაპზე საწოლფონდის თვალსაზრისით სირთულეები არსებობს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საავადმყოფოებში თავისუფალი სივრცეები ბევრი არ არის.

საწოლფონდის ეს რაოდენობა ამ ეტაპზე არის მართვადი. საწოლფონდი არსებობს, ხელმისაწვდომია, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანია ამოცანა, ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული რგოლი ჩართულია ამ პროცესში, კლინიკებთან ერთად. ეს არის დროული გამოთავისუფლება და სწრაფი მობილობა საწოლფონდის. მაშინ, როდესაც უცხოეთში  ინფიცირებულების დაახლოებით 10-15% საჭიროებს სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოებში, ჩვენს შემთხვევაში ჰოსპიტალიზაიც არის ინფიცირებულების დაახლოებით 30 პროცენტი. ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, უნდა მიიღონ ეს დახმარება, არ უნდა დარჩნენ გარეთ. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი არის მართვადი, მაგრამ ეპიდემიის ზრდასთან ერთად, ვითარება უფრო გართულდება, თუმცა ამ მიმართულებით არის ყველა ჩვენი შეზღუდვა, რომ მოვახდინოთ სწრაფი გავრცელების შენელება და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სექტორი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილი.