მაია ბითაძე - ზუსტად ისე ღირსებით, თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირის წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ
მაია ბითაძე - ზუსტად ისე ღირსებით, თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირის წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ

ზუსტად ისე ღირსებით, თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირის წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაია ბითაძე წერს, მიმართავს ყველა ვითომ ოპოზიციონერს და მათ, ვინც იბრალებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალ მედიას წარმოადგენს.

„თქვენ გავიწყდებათ როგორც საქართველოს ისტორია, ასევე გავიწყდებათ, ვინ არის და რა შეუძლია ქართველ ერს.

ჩვენ ვართ ერი, ვინც საუკუნეების განმავლობაში გაუძლო სახელმწიფოებრიობის დანგრევას, ვინც გაუძლო საბჭოთა კავშირს, ჯერ – სტალინის და დამოუკიდებლობის შემდეგ ნაცების დიქტატურას. ჩვენ ვართ ერი, ვისაც ვერ წაართვეს ენა, ვერ ათქმევინეს უარი სარწმუნოებაზე, ღირსებასა და ადამიანურ ღირებულებებზე.

ჩვენ ვართ თაობა, ვინც გაუძლო 90-იანებს, ძმათა ომს, დევნილობას და ბომბებს სამშობლოს თავზე.

და თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს მოატყუებთ, დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი, ვინც უფრო კარგად იცის, რა სჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!

  1. ლოზუნგით ყველა ციხეში – გვისმენდით, გვიჭერდით, ქონებას, ღირსებას და სიცოცხლეს გვართმევდით;
  2. ჩარეცხილებს გვეძახდით;
  3. ჩვენს ტერიტორიებს რუსეთს აბარებდით;
  4. სტრატეგიულ ქონებას რუსებზე ყიდდით;
  5. ომში მიგვათრევდით;
  6. ესხმოდით თავს და ახლაც ესხმით ჩვენს ეკლესიას;
  7. გვარწმუნებდით და გვარწმუნებთ, რომ ქართველობა „ტეხავს“ და ვიღაცას უნდა მივბაძოთ!!!

ახლა გეუბნებით, როგორც ამერიკელმა, ისრაელის მოქალაქემ, ავსტრალიელმა და მალე ფრანგმა, სლოვაკმა, უკრაინელმა და ევროკავშირის ყველა ორგანიზაციამ, უბრალოდ, დაადეკლარირეთ თქვენი დონორის დაფინანსებული შემოსავალი-თქო და რას აკეთებთ?

  1. ეძახით უცხოელს დასახმარებლად – წაართვი საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაციაო?!
  2. გვიბლოკავთ პოსტებს და არეპორტებთ ორგანიზებულად;
  3. ცენზურა შემოიღეთ;
  4. ატყუებთ მოქალაქეებს.

მართლა ხომ არ ფიქრობთ, გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას, რაც თქვენ არ შეგიქმნიათ?

თუ გგონიათ, ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ?!

ვერა და არა, მეგობრებო!!! ზუსტად ისე ღირსებით და თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირში წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავაჩენთ ძალიან დიდ შანს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს დედა სამშობლოში დაბრუნების სურვილი მეტად და მეტად გაუჩნდეთ!

P.S. მოდით, დამარეპორტეთ!“ – წერს მაია ბითაძე.