მაია ბითაძე - სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მოსმენა, რომელიც მას სააკაშვილის შეწყალებას ურჩევს, არასწორი მიმართულებაა თავად პრეზიდენტისთვის
მაია ბითაძე - სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მოსმენა, რომელიც მას სააკაშვილის შეწყალებას ურჩევს, არასწორი მიმართულებაა თავად პრეზიდენტისთვის

პრეზიდენტის განცხადებაში რა ტენდენციებიც შეიმჩნევა, საგანგაშოა, რადგან ის ქვეყნის პრეზიდენტია და მისი დამოკიდებულება კონსტიტუციის, მორალისა და ამომრჩევლის მიმართ, არათანმიმდევრულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხშირად პოზიციებს იცვლის.

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მისი დამოკიდებულება არათანმიმდევრულია. მისი განცხადება მკაფიოდ გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს „არა და არასოდეს“ შეიწყალებდა. ახლა მისგან ვისმენთ, თურმე, ეს არასოდეს ყოფილა. ეს ცუდ ტენდენციაზე მიუთითებს და კითხვებს აჩენს, ეს პროცესი არის თუ არა მართული და პრეზიდენტი დამოკიდებულია თუ არა რადიკალურ ოპოზიციაზე. პრეზიდენტის განცხადებაში რა ტენდენციებიც შეიმჩნევა, საგანგაშოა, რადგან ის ქვეყნის პრეზიდენტია და მისი დამოკიდებულება კონსტიტუციის, მორალისა და ამომრჩევლის მიმართ, არათანმიმდევრულია. მისი განცხადება გვახსოვს, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებდა, მაგრამ ახლა მერყეობს და უკვე გადაწყვეტილებას ცვლის. მისი მერყევი დამოკიდებულება მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობს, საკუთარი თავისთვის რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერას. მისთვის პოლიტიკურად ეს პროცესი განწირულია, რადგან პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია ამ ქვეყანაში სამართლიანობისა და ინტერესების დაცვაა როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ. მისი მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მოსმენა, რომელიც მას სააკაშვილის შეწყალებას ურჩევს, არასწორი მიმართულებაა თავად პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა ბითაძემ.