მაია ბითაძე - ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას, მათი ფუნქცია არ არის მხოლოდ სიყალბის გავრცელება და ყვირილი
მაია ბითაძე - ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას, მათი ფუნქცია არ არის მხოლოდ სიყალბის გავრცელება და ყვირილი

რეკომენდაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება, მისაღებია, რადგან არ შეიძლება, მოქალაქეობის არ მქონე პირი ასე აქტიურად ერეოდეს საარჩევნო პროცესში. ეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა არა შარლ მიშელის მიერ მედიაციის დაწყების შემდეგ, არამედ მანამდე.

„ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და პოლიტიკიდან წავიდა. შესაბამისად, ის გამოწვევა რჩება, რაც მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული და იმედია, ამ რეკომენდაციას მიიღებს, ის აღარ იქნება ჩართული არათუ წინასაარჩევნო პროცესში, არამედ იმ ჭკუა-დარიგებებში, რასაც ყოველ დღე ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა არა შარლ მიშელის მიერ მედიაციის დაწყების შემდეგ, არამედ მანამდე. ოპოზიციას საშუალება აქვს, ამ პროცესში ჩაერთოს, ყველა ყუთი და კამერა გაიხსნას. შეგვიძლია, ყველაფერი თავიდან დავითვალოთ და თუ რაიმე კითხვა არსებობს, ამის შემდეგ ვისაუბროთ, სიმულაციურ გაყალბებაზე. ევროპარლამენტარების მხრიდან ისმის რეკომენდაციები, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მიმართ. ძალიან ცუდი გზავნილია ოპოზიციის მიმართ ევროსაბჭოს მხრიდან, ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას, მათი ფუნქცია არ არის მხოლოდ სიყალბის გავრცელება და ყვირილი, მათი ფუნქციაა იმაზე ზრუნვა, თუ რაიმე გამოსასწორებელია საარჩევნო რეფორმაში, ამ პროცესში ჩაერთოს. სწორედ ამას გულისხმობს ევროპარლამენტის მედიაცია“, – განაცხადა ბითაძემ.

დატოვე კომენტარი