მაია ბითაძე - მიუხედავად პანდემიისა, კვლავ უპრეცედენტოდ დიდია თბილისის ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება
მაია ბითაძე - მიუხედავად პანდემიისა, კვლავ უპრეცედენტოდ დიდია თბილისის ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, კვლავ უპრეცედენტოდ დიდია თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება, რაც ნამდვილად ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სოციალური გამოწვევიდან გამომდინარე, რომელიც რჩება ჩვენს დედაქალაქში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სიის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც ბითაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ახალი რეკრეაციული სივრცეების და ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობის საკითხი, კვლავ აქტუალურია თბილისისთვის.

მისი თქმით, ეს არის სწორედ ის მიმართულებები, რაც კახი კალაძის და „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო, რომ თბილისში ცხოვრების ხარისხი ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებისა და სატრანსპორტო – საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზით უნდა გაუმჯობესდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, კვლავ უპრეცედენტოდ დიდია თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება, რაც ნამდვილად ძალიან დროული და მნიშვნელოვანია იმ სოციალური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც რჩება ჩვენს დედაქალაქში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ახალი რეკრეაციული სივრცეების და ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობის საკითხი, კვლავ აქტუალურია თბილისისთვის. ეს არის სწორედ ის მიმართულებები, რაც კახი კალაძის საარჩევნო დაპირება იყო და „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებისა და სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზით. მნიშვნელოვანია, რომ კვლავ დიდი ოდენობით თანხა დაიხარჯება ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის, რაც პანდემიის დასრულების შემდგომ თბილისის ტურისტულ მიმზიდველობას კვლავაც გაზრდის. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს და იმ გუნდს, რომელსაც თბილისის მერიაში ვტოვებ იმ საშუალებისთვის, რაც მე მომეცა სამი წლის განმავლობაში, მემუშავა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად, რომელიც თბილისზე ძალიან ზრუნავს და ისეთი სტრატეგიული მიმართულებები დანერგა თბილისში, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხს ნამდვილად გააუმჯობესებს, რაც უკვე სახეზეა. მადლობა თითოეულ ადამიანს თბილისის მერიაში და მოხარული ვარ, რომ მუშაობას გავაგრძელებ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც არის „ქართული ოცნება“ და ის საპარლამენტო საქმიანობა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება საქართველოს პარლამენტში, მიმართული იქნება საქართველოს მთავარი მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ევროპულ ოჯახში სამართლებრივ ინტეგრაციის საფუძვლების შექმნა ჰქვია“,- განაცხადა მაია ბითაძემ.