მაია ბითაძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საქმიანობას ადგილზე გაეცნო

20:49, 09.11.2026

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად, კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ეწვია. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრი კინოსტუდიის ინფრასტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და სამუშაო პროცესის სპეციფიკას გაეცნო.

„კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხათუნა ხუნდაძესა და საბჭოს წევრ მერაბ კოკოჩაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო კინოსტუდიის მართვასა და ინსტიტუციური ფუნქციონირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები.

კულტურის მინისტრმა კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობისა და შესაბამისი საკითხების ერთობლივი განხილვის მზადყოფნა დაუდასტურა“,- აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი