მაია ბითაძე - კარგად გვახსოვს, მათ შორის იმ სუბიექტებიდან, რომლებიც მანდატებზე უარს ამბობენ, არ დადიოდნენ პარლამენტში, თუმცა დაფინანსებას იღებდნენ, ამორალურია, თუ ამ გზით აპირებენ წასვლას
მაია ბითაძე - კარგად გვახსოვს, მათ შორის იმ სუბიექტებიდან, რომლებიც მანდატებზე უარს ამბობენ, არ დადიოდნენ პარლამენტში, თუმცა დაფინანსებას იღებდნენ, ამორალურია, თუ ამ გზით აპირებენ წასვლას

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის მაია ბითაძის განცხადებით, წმინდა მორალური საკითხია, უნდა მიიღონ თუ არა დაფინანსება იმ პარტიებმა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, თუმცა პარლამენტში არ შედიან.

მისივე თქმით, კარგად ახსოვთ პარლამენტები, როცა მათ შორის ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც დღეს უარს ამბობენ მანდატებზე, არ დადიოდნენ საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ დაფინანსებას იღებდნენ.

მაია ბითაძის შეფასებით, ამ გზით წასვლა მომხრეების და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის წინაშე ამორალურია.

„დაფინანსების საკითხი წმინდა მორალური საკითხია, თუმცა მათ შორის იმ საარჩევნო სუბიექტებიდან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არიან მიკედლებული და დღეს უარს ამბობენ მანდატებზე, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს პარლამენტები, როდესაც ისინი არ დადიოდნენ პარლამენტში, დაფინანსებასაც და ხელფასსაც იღებდნენ. თუ ამ გზით აპირებენ წასვლას, ეს ნამდვილად ამორალურია მომხრეების და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის წინაშე. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პირდაპირ აისახება ამ პოლიტიკური პარტიების სერიოზულობა- არასერიოზულობის საკითხზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება დაფინანსების კანონის გადახედვა, ბითაძე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ცვლილების საკითხი დამაფიქრებელია, თუმცა დრო აჩვენებს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ბითაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც 5-პროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში, ბარიერს ვერასდროს  გადალახავდნენ, დღეს არასერიოზულად მოქმედებენ.

„ერთმნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური პარტიების, თან მულტიპარტიული დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების არის ძალიან არასერიოზული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს დამაფიქრებელია, თუმცა კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება, ეს იმ დემოკრატიული პროცესის ფარგლებში და ჩარჩოში უნდა განვითარდეს, რასაც დრო გვაჩვენებს.

აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც 5-პროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში ვერასდროს  გადალახავდნენ ბარიერს და მათი ეგზიტპოლები აბსოლუტურად ემთხვევა ცესკო-ს შედეგებს, დღეს იქცევიან არასერიოზულად, დესტრუქციულად და ცდილობენ, რომ ისედაც დაძაბული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე შექმნან დაძაბული, იმიტაციური, წინასარევოლუციო სიტუაცია, რაც, მერწმუნეთ, რომ ძალიან თვალნათელია ქართველი ამომრჩევლისთვის, ისინი პასუხს აგებენ არა მხოლოდ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, არამედ მილიონი ამომრჩევლის წინაშე, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.