პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, 15 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტის გადადება პალესტინურმა მხარემ ითხოვა, მიზეზად კი რეგიონში არსებული მძიმე ვითარება დასახელდა, რის გამოც აბასი პალესტინის დატოვებას ვერ შეძლებს.