მაჰმუდ აბასი - ისრაელის მხრიდან რაფაჰზე მოსალოდნელი თავდასხმის შეჩერება მხოლოდ აშშ-ს შეუძლია
ისრაელის მხრიდან რაფაჰზე რამდენიმე დღეში მოსალოდნელი თავდასხმის შეჩერება მხოლოდ აშშ-ს შეუძლია, – ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, სთხოვონ ისრაელს, არ განახორციელოს რაფაჰზე შეტევა. აშშ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ისრაელს ხელი შეუშალოს ამ დანაშაულის ჩადენაში“, – განაცხადა აბასმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საგანგებო შეხვედრაზე.
მისივე თქმით, თუ ისრაელი რაფაჰზე შეტევას განახორციელებს, ეს იქნება „ყველაზე დიდი კატასტროფა პალესტინელი ხალხის ისტორიაში“.