„მაგთიკომის“ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა
„მაგთიკომის“ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მაგთიკომის“ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა მოხდა.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

„გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა.

აღნიშნული შეტევით პროლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.