„მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში, ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
„მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში, ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი ძმების ოჯახებსა და ნარკოკარტელებთან დაკავშირებულ ჩინოვნიკებს.
დიდი ბრიტანეთის ახალი „მაგნიტსკის აქტი“ მსოფლიში ადამიანის უფლებების დარღვევისთვისა და კორუფციისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დიდ ბრიტანეთში მიღებულ მაგნიტსკის კანონს, რომლის ანალოგი მოქმედებს აშშ-შიც, ეწოდება რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის სახელს, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნები კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ დააპატიმრეს. სერგეი მაგნიტსკის ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა.
„შავ სიაში“ მოხვედრილ რუსეთის მოქალაქეებს კავშირი აქვთ სწორედ მაგნიტსკის მიერ გამოაშკარავებულ საქმესთან, რომელიც 230 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ თაღლითობას ეხება.
ამას გარდა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა სამ პირს, რომლებიც კორუფციაში არიან ბრალდებულები ჰონდურასში, ნიკარაგუასა და გვატემალაში.