მაღაროში ნგრევის შედეგად დაღუპულის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ

10:11, 26.03.2018

შუქრუთის მაღაროში ნგრევის შედეგად დაღუპული მუშის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან მაჩიტიძემ განუცხადა.

„მადნის მოპოვების სამუშაოების შესრულებისას ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მაღაროში მყოფი მუშებიდან ერთ-ერთი მათგანი ამ დრომდე არ ჩანს. ის სავარაუდოდ გარდაცვლილია. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია”,- განაცხადა მაჩიტიძემ.

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. პირველი არხის ინფორმაციით, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

 

მსგავსი