მაღალმთიან აჭარას ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება
მაღალმთიან აჭარას ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება. ამჯერად ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა შუახევში, ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ალპურ ზონაში მდებარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.

ჩირუხის მთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან და შუახევის მერთან ერთად დაათვალიერა. მთავრობის წევრებმა ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს.

ამ ეტაპზე ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.