მაგდალენა ანდერსონი - ისტორიული დღეა შვედი ხალხისთვის, ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნატო-ს ყველა ქვეყნის, მათი მოქალაქეების უსაფრთხოებას
მაგდალენა ანდერსონი - ისტორიული დღეა შვედი ხალხისთვის, ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნატო-ს ყველა ქვეყნის, მათი მოქალაქეების უსაფრთხოებას

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, შვედეთისა და შვედი ხალხისთვის დღეს ისტორიული დღეა.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრობა გააძლიერებს არა მარტო შვედეთის უსაფრთხოებას, არამედ ნატო-ს ყველა ქვეყნის, მათი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

„დღეს არის ისტორული დღე შვედეთისა და შვედი ხალხისთვის. როდესც ჩვენ ნატო-ს წევრი გავხდებით, ეს გააძლიერებს შვედეთისა და შვედეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას, თუმცა ამას გარდა, ეს გააძლიერებს ნატო-ს ყველა ქვეყნის, მათი მოქალაქეების უსაფრთხოებას, რადგან შვედეთი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს უსაფრთხობის უზრუნველყოფაში. ველოდები დღევანდელ შეხვედრას, ასევე პროცესის გაგრძელებას შვედეთის ნატო-ში სრულ გაწევრიანებამდე“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.