ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალურლ მატჩში ერთმანეთს „ატლეტიკო“ და „რეალი“ დაუპირისპირდნენ.
მადრიდულ დერბიში ანგარიში მე-15 წუთზე „ატლეტიკომ“ გახსნა და 88-ე წუთამდე იგებდა, სანამ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებულმა ბენზემამ გოლი არ გაქვითა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 1:1.
ლა ლიგის სატურნირო ცხრილს კვლავ „ატლეტიკო“ ლიდერობს (59 ქულა), „რეალი“ მესამე პოზიციაზე იმყოფება და თანაქალაქელ კლუბს ხუთი ქულით ჩამორჩება.