მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

17:44, 30.11.2022

ესპანეთის დედაქალაქში მდებარე უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს, სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა. დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე კინოლოგებისა და სპეცსამსახურების მობილიზაცია გამოცხადდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უკრაინის საელჩოებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების განკარგულება გასცა.

მსგავსი