მადრიდში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა
მადრიდში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა

მადრიდში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა. ასობით ესპანელმა ფერმერმა ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ბლოკ მერკოსურს შორის სავაჭრო შეთანხმება გააპროტესტა.

მათი თქმით, შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენციას ესპანეთის სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის. დემონსტრაცია ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნების საპასუხოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები „აშკარად არასაკმარისია“.

ევროპელი ფერმერები, დიდი ხანია, აპროტესტებენ არსებულ შეთანხმებას და აცხადებენ, რომ ეს მათ ბიზნესს დააზარალებს.