მადრიდში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
მადრიდში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებამ სახლის ერთი სართული მთლიანად დაანგრია. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებული. მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია ახლომდებარე სახლებიდანაც განახორციელეს.

დაშავებულთაგან ერთ-ერთმა სხეულის დამწვრობა მიიღო, დანარჩენებს კი, დაჟეჟილობები აღენიშნებათ. აფეთქების შემდეგ შენობიდან ჩამოცვენილმა ნანგრევებმა ეზოში ავტომობილები დააზიანა. აფეთქების მიზეზი ჯერუცნობია.