ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის გამო, მადრიდის მთავრობამ გადაწყვიტა დახურული საციგურაო დარბაზი პროზექტურად გადაეკეთებინა, – წერს ტელეკომპანია CNN.
გარდაცვლილთა სხეულების შესანახად გამოიყენებენ „პალასიო დე ხიელოს“ მოციგურავეთა დარბაზს. ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებას „დროებითი და ექსტრაორდინარული ნაბიჯი“ უწოდა.
ესპანეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით და ჩამორჩება მხოლოდ ჩინეთს, იტალიასა და აშშ-ს.