მადრიდში კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს კონფერენცია გაიმართება
მადრიდში 2-13 დეკემბერს კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 196 ქვეყნის წარმომადგენელი და 50 სახელმწიფოს პირველი პირი მიიღებს.
სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გახსნის.
სამიტს დაესწრებიან არგენტინისა და ეკვადორის პრეზიდენტები, ევროპის ქვეყნების 15 პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზის კლიმატური შეთანხმება აშშ-მა დატოვა, სამიტს ამერიკული დელეგაციაც დაესწრება. დელეგაციაში 16 წევრი იქნება, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.