მადრიდში ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურები და ქუჩები დაიტბორა, ნიაღვარმა ავტომობილები წაიღო [ვიდეო]
მადრიდში ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურები და ქუჩები დაიტბორა, ნიაღვარმა ავტომობილები წაიღო [ვიდეო]

მადრიდში წყალდიდობაა. დაიტბორა რამდენიმე მეტროსადგური და დაიკეტა ავტომაგისტრალები.

ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად არგანდა დელ რეის რაიონი დაზარალდა, სადაც მოულოდნელად მოვარდნილმა ნიაღვარმა ავტომობილები წაიღო. დაზიანებულია ათობით ავტომობილი.

ძლიერ წვიმას თან ახლდა სეტყვაც, შესაბამისად, მადრიდის შემოგარენში ვენახებიც დაზიანდა.

წყალდიდობის ამსახველი ვიდეოები სოციალური ქსელებით ვრცელდება.