მადრიდში ათასობით ესპანელმა 87 წლის მარიკარმენ აბასკალის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გამართა, რომლის სახლიდან გამოსახლებამ ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა

09:23, 09.10.2026

მადრიდის ცენტრში ათასობით ესპანელმა 87 წლის ქალის, მარიკარმენ აბასკალის ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, რომლის სახლიდან გამოსახლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ათასობით ადამიანი მადრიდში პუერტა დელ სოლის ცენტრალურ მოედნიდან აბასკალის ყოფილ სახლამდე გაემართა.

„ეს სიკვდილი არ არის, ეს მკვლელობებია“, – სკანდირებდნენ მომიტინგეები.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადამიანს აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ესპანეთის ხელისუფლება კი საკმარისს არ აკეთებს.

ცნობისთვის, მარიკარმენ აბასკალი სექტემბერში საკუთარი ბინიდან, სადაც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, იძულებით გამოასახლეს. ქალი საცხოვრებლიდან საკაცით გაიყვანეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აბასკალის შემთხვევამ ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა.

მსგავსი