მადრიდში აფეთქებისას სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა
მადრიდში აფეთქებისას სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

მადრიდში, ერთ-ერთ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აფეთქების ტალღამ შენობის რამდენიმე სართული მნიშვნელოვნად დააზიანა.

ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახური ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობს.

აფეთქების წინასწარ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

დატოვე კომენტარი