ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი, შესაძლოა, დროებით დაბრუნდეს მადრიდის „რეალში” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.
ესპანური გაზეთის, „მარკას” (Marca) ინფორმაციით, ჰოლანდიელს, რომელიც, ამჟამად, კამერუნის ნაკრებს ავარჯიშებს, „რეალთან” მოლაპარაკების ნება დართეს.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ზეედორფს უკვე ჰქონდა კონტაქტი „რეალის” ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ყოფილ ნახევარმცველთან სეზონის ბოლომდე სურს ხელშეკრულების გაფორმება.
„რეალის” ამჟამინდელ დამრიგებელს სანტიაგო სოლარის ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი მატჩის შემდეგ გაათავისუფლებენ პოსტიდან.
ამჟამად, „რეალი” მესამე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში და ლიდერ „ბარსელონას” 12 ქულით ჩამორჩება.
გუნდი ასევე გავარდა ესპანეთის თასის გათამაშებიდან და ჩემპიონთა ლიგიდან.
კლარენს ზეედორფი „რეალში” 1996-2000 წლებში გამოდიოდა.