მადრიდის „რეალს“ დანიელ კარვახალი ოთხი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანელი მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი ტრავმირებულია.
33 წლის ფეხბურთელი „ატლეტიკოსთან“ (2:5) ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში დაშავდა, რომელიც 27 სექტემბერს გაიმართა. ის 59-ე წუთზე შეცვალეს.
Instant Foot-ის ცნობით, კარვახალს ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს და ის მოედანს სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება.
გასულ შემოდგომაზე ესპანელმა ფეხბურთელმა წინა ჯვარედინი მყესის დაზიანება მიიღო და ცხრა თვე გამოტოვა, მიმდინარე სეზონში კი „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე შვიდი შეხვედრა ჩაატარა.