მადრიდის „რეალმა“ „იუვენტუსს“ სძლია და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ „იუვენტუსს“ სძლია და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოპოვა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე „რეალის“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა, გონსალო გარსიამ გაიტანა, მან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გადაცემა გამოიყენა. ამის შემდეგაც ესპანურ გრანდს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ გარსიასთვის ეს გოლი ამ ტურნირზე მესამე გახლდათ.

მადრიდის „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „დორტმუნდსა“ და „მონტერეის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 ივლისს გაიმართება.