მადრიდის „რეალმა“ ჰარი კეინის მიმართ ინტერესი გამოთქვა
მადრიდის „რეალმა“ ჰარი კეინის მიმართ ინტერესი გამოთქვა

მადრიდის „რეალი“ ინტერესს გამოთქვამს „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდის ჰარი კეინის მიმართ, – წერს გამოცემა Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, „რეალის“ ძირითადი სატრანსფერო მიზანია „დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი, მაგრამ „სამეფო კლუბი“ არ გამორიცხავს კეინთან კონტრაქტის გაფორმებას.

ადრე, თავად კეინმა გამოაცხადა, რომ, შესაძლოა ლონდონური კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.

ინგლისელი ფორვარდი „ტოტენჰემში“ 2009 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მის ანგარიშზე 17 გოლია 25 ოფიციალურ მატჩში.