მადრიდის „რეალი“ თავისი არსებობის ისტორიაში მეოცედ და 2014 წლის შემდეგ პირველად გახდა ესპანეთის თასის მფლობელი.
სევილიაში გამართულ ფინალში „რეალმა“ 2:1 დაამარცხა „ოსასუნა“. მადრიდელთა რიგებში დუბლი შეასრულა როდრიგომ – მან მეორე და 70-ე წუთებზე გაიტანა. ბრაზილიელის გოლებს შორის, 50-ე წუთზე „ოსასუნას“ ნახევარმცველმა ლუკას ტორომ გამოიჩინა თავი.
როდრიგო მადრიდის „რეალის“ პირველი ფეხბურთელია ხუანიტოს (1980) შემდეგ, ვინც ესპანეთის თასის ფინალში დუბლი შეასრულა.
„რეალმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 20 ფინალიდან 18 მოიგო. მადრიდელები დამარცხდნენ 2018 წელს უეფა-ს სუპერთასზე „ატლეტიკოსთან“ (2:4) და 2023 წელს ესპანეთის სუპერთასზე „ბარსელონასთან“ (1:3).