მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე უილიამ სალიბა იქნება #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებაზე ფიქრს შეუდგა და მთავარი სატრანსფერო სამიზნეც განსაზღვრა.
გამოცემა RMCsport-ის ინფორმაციით, ზაფხულში „რეალი“ ლონდონის „არსენალიდან“ ფრანგი ცენტრალური მცველის, უილიამ სალიბას გადაბირებას შეეცდება.
23 წლის ფეხბურთელს „არსენალთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და კლუბს მისი შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
„რეალი“ დაცვის გაძლიერების სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირება კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მთავარი მიზანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში არვინ დაიმატა.