მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია

მადრიდის “რეალი” ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ლიბერტადორესის თასის მფლობელი, ბრაზილიის “გრემიო” – 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტი საჯარიმოთი გაიტანა. “რეალს” უდიდესი უპირატესობა ჰქონდა მატჩში – 20-ჯერ დარტყმა და შვიდჯერ ზუსტად. “გრემიოს” კი ერთადერთი დარტყმა ჰქონდა და ისიც, არაზუსტი.

კრიშტიანუ ფინალის MVP გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი, “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი აღიარეს. ვერცხლის ბურთი მიიღო რონალდუმ, ბრინჯაოსი – “პაჩუკას” ნახევარმცველმა ხონათან ურეტავისკაიამ​.

“რეალი” გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო საკლუბო მუნდიალი. მოგებების საერთო რაოდენობით, მადრიდული კლუბი გაუთანაბრდა “ბარსელონას”.