მადრიდის „რეალი“ კავანის კანდიდატურას განიხილავს
მადრიდის „რეალი“ კავანის კანდიდატურას განიხილავს

ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ ეძებს შეტევის გაძლიერების გზებს და ამ მიზნით, შესაძლოა, ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი გაიფორმოს, – წერს ესპანური გამოცემა „სპორტი“. ფეხბურთელის აგენტსა და „სამეფო კლუბს“ შორის უკვე გაიმართა არაფორმალური მოლაპარაკებები.

33 წლის ურუგვაელმა „პარი სენ-ჟერმენი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 2019-20 წლების სეზონში მან პარიზულ კლუბში 22 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბოლო პერიოდში, კავანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა „ბენფიკასთან“ და ახლოს იყო ლისაბონურ კლუბში გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში, მხარეები ფეხბურთელის ხელფასზე ვერ შეთახმდნენ.

როგორც ესპანური პრესა ვარაუდობს, „რეალი“ კავანის მოკლევადიან კონტრაქტს შესთავაზებს.