მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ფაქტი დაადასტურა საფეხბურთო კლუბ „რეალის” პრესსამსახურმა.
სხვადასხვა სპორტში მადრიდის „რეალის“ გუნდების წარმომადგენლები მჭიდრო კონტაქტში არიან და ხშირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ამის გამო, „რეალმა“ შესაძლოა, 15-დღიანი კარანტინი გამოაცხადოს.
12 მარტს საფეხბურთო კლუბ „რეალის“ ვარჯიში დაგეგმილი იყო ადგილობრივი დროით 11.00 საათზე, მაგრამ კალათბურთელის ამბის გაცხადების შემდეგ, მოთამაშეებმა და მთელმა პერსონალმა დატოვა „სიუდად რეალ მადრიდის” საწვრთნელი ბაზა.
თუ კარანტინი ძალაში დარჩა, მადრიდელებს მოუწევთ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის გამოტოვება „მანჩესტერ სიტისთან”, რომელიც 17 მარტს უნდა გაიმართოს.