მადრიდის „რეალმა“ დაასრულა გამოსვლა 2021-22 წლების სეზონში ესპანეთის თასზე. მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდელებმა 0:1 წააგეს „ბილბაოსთან“.
ერთადერთი გოლი ბასკების მხრიდან ალეხანდრო ბერენგერმა გაიტანა 89-ე წუთზე.
აღსანიშნავია, რომ „რეალი“ 2014 წლიდან ვერ ახერხებს ესპანეთის თასის ფინალამდე მისვლას. 2013-14 წლების სეზონში მან ფინალში 2:1 დაამარცხა „ბარსელონა“.
დანარჩენ მეოთხედფინალებში „რაიო ვალეკანომ“ 1:0 მოუგო „მალიორკას“, „ვალენსიამ“ დაამარცხა „კადისი“ 2:1, ხოლო „ბეტისმა“ გაანადგურა „სოსიედადი“ 4:0.