მადრიდის „რეალი“ არდა გიულერის „ფენერბახჩეში“ განათხოვრებას განიხილავს #1TVSPORT
მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით მადრიდის „რეალმა“ ახალგაზრდა თავდამსხმელი თურქი არდა გიულერი, შესაძლოა, მშობლიურ გუნდში, „ფენერბახჩეში“ ექვსთვიანი იჯარით გაუშვას, – ინფორმაციას „მარკა“ ავრცელებს.
გიულერის თავის გუნდში ხილვა „ფენერბახჩეს“ პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოსაც სურს.
გიულერი „რეალმა“ 2023 წლის ზაფხულში „ფენერბახჩედან“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 19 წლის არდა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება.
ესპანური ფეხბურთის გრანდი თურქი მოთამაშის გაყიდვას არ აპირებს და მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებას განიხილავს.