მადრიდის პოლიციამ აგრესიული მანერით დააშოშმინა „ტოტენჰემის“ ფანები (ვიდეო)
მადრიდში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, შეტაკება მოხდა ესპანეთის პოლიციასა და „ტოტენჰემის“ გულშემატკივრებს შორის, – იტყობინება გაზეთი „ტელეგრაფი“.
ინციდენტი პარასკევს ღამით, პუერტა-დელ-სოლის მოედანთან ერთ-ერთ ბარში მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლონდონური კლუბის ფანებმა „ლივერპულის“ გულშემატკივრების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყეს, რაც ბარის სტუმრებს არ მოეწონათ.
ცოტა ხანში, ბარში შეიჭრნენ ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები და იქიდან „ტოტენჰემის“ ქომაგები გამოყარეს. მოგვიანებით, ლონდონელი ფანები პოლიციელთა მხრიდან ზედმეტი აგრესიულობას აღნიშნავდნენ, რასაც ბარის თანამშრომლებმაც გაუსვეს ხაზი. მიუხედავად ამისა, კონფლიქტი მალე ამოიწურა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 23 საათზე დაიწყება.