მადრიდის მეტროში პორტატული კომპიუტერის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
მადრიდის მეტროში პორტატული კომპიუტერის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

მადრიდის მეტროში პორტატული კომპიუტერის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

El Mundo-ს ინფორმაციით, კომპიუტერი ერთ-ერთ მგზავრს ჩანთაში ედო.

აფეთქებამ მეტროში პანიკა გამოიწვია. მგზავრების ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მეტროში ტერაქტი მოხდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები დროულად მივიდნენ.